სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს რა იყო, მეგონა თავზე დამემხობოდა ყველაფერი, ახლაც ვკანკალებ" - რამდენიმე წუთის წინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, რამდენიმე წუთის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად ათენის ნაწილის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტებიც პოსტავენ.

"ეს რა იყო, მეგონა თავზე დამემხობოდა ყველაფერი, ახლაც ვკანკალებ, მეოთხე სართულზე ვარ" - წერს ქართველი ემიგრანტი

მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. კერა 12 კილომეტრის სიღრმეზე, ეპიცენტრი კი ათენიდან 23 კილომეტრში მდებარეობდა.

მსხვერპლის და შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100