პორტუგალიაში ტყის ძლიერ ხანძარს 1800 სახანძრო ებრძვის - არიან დაშავებულები

პორტუგალიაში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში 1800-ზე მეტი მეხანძრე უკვე რამდენიმე დღეა ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს.

დაზარალებულ რეგიონებში მობილიზებულია ასობით სახანძრო მანქანა და ავიაცია. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. გამოძიება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს სწავლობს.

კომენტარი