გურამიშვილზე ჩაცხრილული 20 და 21 წლის ბიჭები (ფოტო)

თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში 20 და 21 წლის ბიჭები ჩაცხრილეს.

მეზობლების თქმით, ერთ-ერთი მოკლული შაკო ტყემალაძეა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ძმები იყვნენ, მაგრამ ახლობლები განცხადებით, მოკლულები შაკო ტყემალაძე და გურამ კოღუა მეგობრები არიან.

მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი.



ცხედრები საცხოვრებელ სახლში კი მამამ იპოვა.

მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.

მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს

კომენტარი