სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის რაც რუსეთმა ვერ გააკეთა 2008-ში, გააკეთა 2012-ში იმითი, რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში ივანიშვილი" - სააკაშვილი

2008 წლის 8 აგვისტოს და რუსეთის თავდასხმას საქართველოზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხსენებს. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა ერთი და მთავარი მიზეზის გამო - საქართველომ შექმნა ნამდვილი ევროპული სახელმწიფო.

მისი თქმით, შეიარაღებული თავდასხმების, კიბერშეტევების და ეკონომიკური ემბარგოების მიუხედავად, პუტინმა ვერ შეძლო საქართველოს ევროპული კურსის შეცვლა, სწორედ ამიტომ ის საომარი მოქმედებებით დაესხა თავს მეზობელ ქვეყანას.

„რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა თავის შეიარაღებული ძალებით, მას შემდეგ რაც სცადა ყველაფერი. შეიარაღებული პროვოკაცია კიბერშეტევები, ეკონომიკური ემბარგო, მთელი საერთაშორისო პროპაგანდა გააჩაღა ჩვენს წინააღმდეგ. და მთავარი რის გამოც რუსეთი დაესხა საქართველოს არის ის, რომ საქართველომ შექმნა პირველად კავკასიაში და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პრეცედენტი, ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს შექმნის. ეს ვერ გვაპატია ჩვენ რუსეთმა, რომ ჩვენ ვიყავით სწრაფად განვითარებადი, წარმატებული სახელმწიფო. მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, რომელსაც შენატროდა მთელი რეგიონი და თვითონ რუსეთშიც მოსახლეობა სვამდა კითხვებს, თუ საქართველო არის წარმატებული, რუსეთი რატომ არ არის წარმატებული.

აი ამის გამო დაგვესხა რუსეთი თავს და მეტი არაფრის გამო. რუსეთმა მაშინ ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა. რუსეთმა ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპოლიტკური კურსი, ვერ გატეხა წელში ქართული სახელმწიფოებრიობა, ვერ დაამხო საქართველოს მთავრობა,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ომი რუსეთს დღემდე არ დაუმთავრებია და ის რაც ვერ შეძლო 2008 წელს ჯარითა და საომარი მოქმედებებით, შეძლო 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი.

სამწუხაროდ, ის რაც 2008-ში ვერ გააკეთა რუსეთმა, 2012-ში მათ გააკეთეს იმითი, რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში ივანიშვილი და მისი დამქაშები. ამიტომ ივანიშვილი რასაც ამბობს, ივანიშვილის ხალხი რასაც ამბობს, ეს არის გაგრძელება პუტინის ომის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ პირდაპირ დანერგეს რუსული პროპაგანდის კლიშეები. ყველაფერი პირიქით წარმოადგინეს,“-ამბობს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100