სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში პანიკაა: ჰაკერებმა Wikileaks-ის ანალოგი შექმნეს და ყველა რუსის მონაცემები გამოაქვეყნეს

რუსეთში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქის კონფიდენციალური მონაცემები ინტერნეტში უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია: ჰაკერებმა ინტერნეტში რუსების კონფიდენციალური მონაცემები გამოაქვეყნეს. რესურსებზე: rusleaks.com, rusleaks.net, rusleaks.org -

შეგიძლიათ იპოვოთ საპასპორტო მონაცემები, მობილური ტელეფონების ნომრები, საგადასახადო, საბანკო რეკვიზიტები და რუსეთის მოქალაქეების სხვა პერსონალური ცნობები. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

პროექტის ავტორებს განზრახული აქვთ, ამ მეთოდით ებრძოლონ „ყოვლისმომცველ კორუფციას“. ამ იდეის ავტორები აცხადებენ, რომ პატიოსან ადამიანს ასეთი გამჭვირვალობა არ ავნებს, ზოგიერთები კი მათი შემოსავლების აფიშირებას მოერიდებიან და იძულებულნი გახდებიან, კორუფციაში ცხოვრებაზე უარი თქვან.

პროექტის ავტორები პირობას დებენ, რომ ბაზას რეგულარულად განაახლებენ და რესურსის ფუნქციასაც გაზრდიან.

Rusleaks-ის სერვერები განლაგებულია შვეიცარიაში, ხოლო თვითონ ვებ-გვერდი, რომელიც ბაჰამის კუნძულებზეა რეგისტრირებული, https-პროტოკოლით მუშაობს, ანუ, მთელი ტრაფიკი დაშიფრულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100