სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია ასათიანი "რუსთავი2"-ზე დარჩა - ნანუკა ჟორჟოლიანი „პროფილის" წამყვანს მიმართავს

მაია ასათიანი "რუსთავი2"-ზე დარჩა. ნანუკა ჟოროლიანი „პროფილის" წამყვანს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.


„მინდა „პრაიმტაიმის“ საშუალებით მივმართო მას, სადაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, მას ყველაზე მაღალ რეიტინგს ვუსურვებ. თბილ მოკითხვას ვუთვლი და ბევრს ვკოცნი“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს რუსთავი 2-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე, ნანუკას შოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა. სამსახურიდან მათ გათავისუფლებას საინფორმაციო გადაცემების ჟურნალისტები შეუერთდნენ. ამის შემდეგ გასართობი გადაცემების წამყვანებმაც დატოვეს რუსთავი 2.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანის „პროფილის“ გუნდი შვებულების დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით არხზე „კურიერის“ გუნდიდან ასევე დარჩა 2 ცნობილი სახე - ნანა ინწკირველი და ანუკა ქინქლაძე.

primetime.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100