სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის პრესსამსახური გამოტყდა, რომ პრემიერის "ნაპოვნი" სურები სპექტაკლის ნაწილი იყო

პროგრამა Hard Day's Night-ის წამყვანებთან საუბრის დროს ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ვლადიმირ პუტინს ტამანის ყურეში ყვინთვის დროს ზღვის ფსკერზე უძველესი დოქები კი არ უპოვია, არამედ ისინი იქ წინასწარ აყარეს:

"რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინს არ უპოვია საუკუნეების განმავლობაში ფსკერზე გდებული სურები და რომც ეპოვა, ისინი ისეთი გასუფთავებული ვერ იქნებოდა. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და ამაში არაფერი ცუდი არ არის", - თქვა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100