"პიერო, მაღლივის ხიდიდან გადახტომით და ძალიან მძიმე დასამშვიდობებელი წერილით გაიცანით, ჩვენ ისევ ვიკრიბებით. მისი სკამი ისევ დგას, მისი კათხა ისევ სავსეა"

გიგა მაქარაშვილი მანსანკანელ პიეროს იხსენებს და ნახეთ, რას წერს:
"ეს ბიჭი ალბათ ყველას გახსოვთ. ზუსტად 4 წლის წინ, მაღლივის ხიდიდან გადახტომით, ძალიან მძიმე დასამშვიდობებები წერილით.
ეგრე გაიცანით.
მე მანამდე, ბევრად ადრე მყავდა გულში... ნეტა საერთოდ არ გამეცნო. ასე არ მეტკინებოდა.
მოკლედ წავიდა, გაიქცა ეგოისტი პიერო.
ოჯახში კი სამუდამოდ დარჩა.
მაშინ, როცა იუვე ან იტალია თამაშობს ( თვეში მინიმუმ 5 ჯერ), ჩვენ ისევ ვიკრიბებით. მისი სკამი ისევ დგას, მისი კათხა ისევ სავსეა, ჩვენ კი 23-ე წუთზე ვწყვეტთ ყიჟინას, და სამჯერ ვყვირით...
ზუკა, პიერო........ კოკაია!
ჩემი ნაჩუქარი სმაილი უკვდავყო შტერმა".- წერს გიგა.
შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ მანსანკანის მოთამაშემ და „კავეენშიკმა“ ზუკა კოკაიამ თავი მოიკლა. ის ხიდიდან გადახტა. ზუკა, იგივე პიერო საზოგადოებას ტელევიზიით ბევრჯერ უნახავს. მან სუიციდის წინ ფეისბუქზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.


კომენტარი