სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტ "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" წარდგენა გაიმართა

6 ოქტომბერი, 10:00 სთ.
პროექტის "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" წარდგენა
მის: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჩოლოყაშვილის გამზ. 9, სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ანონსი

6 ოქტომბერს, 10:00 სთ., სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, პროექტ "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" წარდგენა გაიმართება. ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი გახსნის. პროექტის პრეზენტაციას ქ. რუსთავის მერიისა და თბილისის რეგიონალური გამგეობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი:

ანატოლი კორეპანოვი, 577 17 80 16

___________________________

პრესრელიზი

6 ოქტომბერს, 10:00 სთ., სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსში, პროექტ "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" წარდგენა გაიმართება. ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი გახსნის. პროექტის პრეზენტაციას ქ. რუსთავის მერიისა და თბილისის რეგიონალური გამგეობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ახალგაზრდული სერვისები" არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა საქართველოს დიდ ქალაქებში არსებული ახალგაზრდული პროგრამების, იურიდიული დახმარების, საგანმანათლებლო და ხელოვნების კურსების, ტრენინგებისა და სხვა მომსახურების შესახებ. მონაცემთა ბაზა "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნოემბრის ბოლოს განთავსდება.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე თბილისის რეგიონული გამგეობებისა და ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენლებს სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიების საკითხებზე ტრენინგი უტარდებათ.

2011 წლის დეკემბერში პროექტი "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" სრული დათვირთვით ამოქმედდება და მონაცემთა ბაზა გააერთიანებს ინფორმაციას თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში არსებული ახალგაზრდული პროგრამების შესახებ.

საკონტაქტო პირი:

ანატოლი კორეპანოვი, 577 17 80 16

სამინისტროს პრესსამსახური

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100