სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერიაში სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს 27 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში ერთ-ერთი სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს 27 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორის მდგომარეობა კი კრიტიკულია და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. პოლიციის განცხადებით, მოზარდები ყურანს სწავლობდნენ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი პროგნოზით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტრო გაყვანილობა იყო, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100