სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა გარი კასპაროვს საქართველოში დასაქმება შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ მოჭადრაკესა და რუს ოპოზიციონერ გარი კასპაროვს ქართულ სკოლებში ჭადრაკის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

სააკაშვილმა კასპაროვს ყვარელში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

პრეზიდენტმა მას ახალი ინიციატივა გააცნო, რაც სკოლებში ჭადრაკის სწავლების შემოღებას გულისხმობს და გროსმაისტერს საქართველოში ამ პროგრამის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ გარი კასპაროვი თბილისში წუხელ ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებს შეხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100