„მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ - Oscar and the wolf-მა სცენიდან პუტინს აგინა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი oscar and the wolf საქართველოში monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა.
„მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ - სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა.
ბელგიური ჯგუფს Oscar &the wolf-ს საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. მათ შორის არის ბრიტანელი კომპოზიტორ-შემსრულებელი ელტონ ჯონი, რომელმაც 2017 წელს კოლექტივს ბელგიის მონაპოვარი უწოდა.

კომენტარი