სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სატვირთო მანქანის საყინულეში 39 ცხედარი იპოვეს

ბრიტანეთში სატვირთო მანქანის საყინულეში 39 ცხედარი იპოვნეს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სატვირთო მანქანა ბულგარეთში 2017 წელს ირლანდიის მოქალაქემ დაარეგისტრირა, მას შემდეგ მანქანამ ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ბულგარეთის მხარე ვარაუდობს, რომ დაღუპულები მათი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

39 გაყინული ადამიანის ცხედარი სასექსის საგრაფოში გუშინ იპოვეს. საქმესთან დაკავშირებით 25 წლის ირლანდიელი მძღოლია დაკავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100