დაკარგული მილიონერი ქალი საკუთარ მაცივარში ჩაბეტონებული იპოვნეს

58 წლის ვანი ჯირაჩაროინინგი მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს ტაილანდის ჩიანგ მაში მდებარე ტაძრის მონახულების შემდეგ აღარავის უნახავს.

ქალის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში დაკარგულის ძმამ განაცხადა. მან განგაშის ზარი მას შემდეგ შემოჰკრა, რაც უმცროსი და ზარებსა და შეტყობინებებზე აღარ პასუხობდა. მოგვიანებით ვანის მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ დაკარგული ქალის სახლიდან უსიამოვნო და მძაფრი სუნი მოდიოდა.

სწორედ ბიზნესვუმენის სახლში აღმოაჩინეს დაკარგული ქალის გვამი, რომელიც თავისივე მაცივარში იყო ჩაბეტონებული. გარდაცვლილს ხელ-ფეხი შეკრული, ხოლო თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მოათავსეს მაცვარში და შემდეგ ბეტონი დაასხეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილად გარდაცვლილი ქალის მეგობარი მოიაზრება, რომელიც ტრაგედიის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა. დაკარგულია ასევე გარდაცვლილის ავტომობილი და საკრედიტო ბარათები, მისი ანგარიშიდან კი რამდენჯერმე მოიხსნა მსხვილი თანხა.

ვანი ჯირაჩაროინინგი, გარდა ბიზნესებისა, ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული და ხშირად სწირავდა დიდ თანხებს ეკლესიებსა და საავადმყოფოებს.

კომენტარი