"პატრიარქო, შენთან ვართ!" - ნახეთ, როგორ ამხნევებს ირმა ინაშვილი ილია II-ს

მეუფე პეტრეს განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება პატრიარქის მამათმავლობაში მხილების გამო გადაწყვიტა სინოდმა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის მიზანმიმართული შავი პიარი, რომლითაც ქართველ ერს პატრიარქის პატივისცემა დაეკარგება, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ თამამი განცხადებით რაღაც მნიშვნელოვანი თემის გადაფარვა ხდება, ხოლო მესამე ნაწილი იუმორით ხვდება ყოველივეს და საჯაროდ სახალისო სტატუსებსაც დებს.

ირმა ინაშვილმა პატრიარქის მხარდასაჭერი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თანადგომას ჰპირდება:

"პატრიარქო, შენთან ვართ, გვიყვარხარ" - წერს ირმა სოციალურ ქსელში.

კომენტარი