სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პროპორციულზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა" - ევროკავშირის ელჩი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულის სისტემით ჩატარება - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი თვლის, რომ კანონპროექტის ჩაგდებით ნდობა შეირყევა.

მისივე შეფასებით, აზრის გამოთმისგან თავს იკავდებდა.

"ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართე ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლირიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას" - აღნიშნა ჰარცელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100