"არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს" - მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება

მეუფე პეტრე „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში აცხადებს:

„მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით. ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა - გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით - ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე - აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით“ - აღნიშნა მეუფე.

კომენტარი