სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ბერა ივანიშვილს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბერა ივანიშვილს მიმართავს და „სირცხვილიას“ ორგანიზატორების დაპატიმრებისთვის პასუხს სთხოვს.

"BERA -მახსოვს, ნამდვილებს ეძებდი 2012 წელს. ვისაც დიქტატურის დამარცხების ძალა, სურვილი და ერთი ადგილი ექნებოდა და აჰა, აგერ, ორი ნამდვილი პატრიოტი ბიჭი გიპოვე. ქვეყანა უყვართ, რუსებს ვერ ეგუებიან სამშობლოს საჭესთან. ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს რომ ერთს, ოლიგარქისთვის შეუგინებია, მეორეზე თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ. საერთოდ არ მგონია მამის შეცდომაზე გთხოვ ახლა პასუხს, იმიტომ რომ შენ იყავი მისი კამპანიის ერთ ერთი სახე და ახლა როგორც “ნამდვილი” კლიპების შემქმნელს მოგმართავ, საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!" - წერს ტელეწამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100