"ფილმი არის ქართველ ემიგრანტ გეი არტისტზე, ვეძებთ 25-35 წლის ახალგაზრდა ქართველ კაცს" - ნახეთ, რას წერს თინა მახარაძე

მსახიობი თინა მახარაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკულ-ქართული მხატვრული ფილმისთვის 25-35 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

მსახიობი წერს, რომ ფილმი არის ქართველ გეი არტისტზე, რომელიც ემზადება თავისი პირველი მასტერფისის პრემიერისთვის ნიუ იორკში.

"სასწრაფოდ: !!!
ამერიკულ-ქართულ მხატვრულ ფილმში გადასაღებად ვეძებთ 25-35 წლის ახალგაზრდა ქართველ კაცს მთავარი როლის შესასრულებლად.
ფილმი არის ქართველ ემიგრანტ გეი არტისტზე, რომელიც ემზადება თავისი პირველი მასტერფისის პრემიერისთვის ნიუ იორკში.
სამსახიობო გამოცდილება არის აბსოლუტურად უმნიშვნელო! ყურადღება ექცევა ადამიანის პერსონალურ ნიშან-თვისებებს და იმას, თუ რამდენად მაგარი არტისტია რეალურ ცხოვრებაში (მხატვარი, ფეშენ დიზაინერი, ა.შ. ა.შ)
ვეძებთ ბიჭს/ახალგაზრდა კაცს, რომელიც არის სრულიად უნიკალური და არ ჰგავს არავის სხვას;
როლზე გამოხმაურება შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს ნიუ იორკში ან საქართველოში და აქვს ამერიკის მოქმედი ვიზა.
საქართველოდან თუ შევარჩევთ არტისტს, დავუფინანსებთ მგზავრობის და ცხოვრების ყველა ხარჯს.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მომწეროთ პირდაპირ ინბოქსში.

გთხოვთ, გაავრცელოთ მაქსიმალურად.
დიდი მადლობა" - წერს თინა მახარაძე.

კომენტარი