სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეორე დღეა ვფიქრობ რა ვუპასუხო თომას, როცა მეკითხება, დე რატო წერია ამ ცხოვრების დედაც? აქ ადამიანები აღარ ახსოვთ, აქ სიყვარული აღარ ახსოვთ, ბავშვები არ უყვართ"

მსახიობი ეკატერინე დემეტრაძე სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკას გარდაცვალების შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"მეორე დღეა ვფიქრობ რა ვუპასუხო თომას როცა მეკითხება,
-დე რატო წერია ამ ცხოვრების დედაც? ვინ დაწერა? რატომ დაწერა?
შიშით ეს დღეები არაფერი მითქვამს, თითქოს თავს ვარიდებდი ლუკას ხსენებას, იქნებ ყველაფერი კარგად დამთავრდეს... იქნებ... ბოლოს დაასკვნა რომ ალბათ ვიღაცას ძაან გაუჭირდაო და ყვებოდა ვერსიებს...
არ ვიცი რა ვქნა.. ვუთხრა? უნდა იცოდეს? თუ არ უნდა იცოდეს?.. პატარაა? თუ უკვე დიდია?

თომას უყვარს სტრიტარტი და ყოველთვის ძალიან აკვირდება, ყველაფერი იცის ამ ქალაქში სად რა წერია და ხატია... დღეს ისიც მითხრა უი წაუშლიათ, თეა წადიც წაუშლიათ... რატომ შლიან?

რა ვუთხრა?! როგორ ავუხსნა?! როგორ შევაძულო და დავუკარგო 10 წლის ბავშვს პოლიციის, სკოლის, მთავრობის, ქვეყნის .... ყველაფრის რისი იმედიც უნდა ჰქონდეს გაჭირვებაში, ყველაფრის ნდობა...
როგორ შევაძულო აქაურობა და გავუქრო იმედი ყველაფრის...

ვბოდავ ხოლმე რაღაცას, როცა ვუხსნი და ვცდილობ, მასში ამ ინსტიტუციების სიძულვილი და უნდობლობა არ გამოვიწვიო, უცნაურად მიყურებს ხოლმე.. და მაინც სულ ძალიან გაფაციცებით აკვირდება ყველა წარწერას ქუჩებში და სულ ცდილობს ამაზე მესაუბროს. ვერ ხვდება მაგრამ გრძნობს, ზუსტად გრძნობს რომ რაღაც საზარელი ხდება, გრძნობს რომ ეს წარწერები ხალხის გამოძახილია, ნამდვილი, როცა გინდა რომ გაიგონ, გრძნობს და ამაში გამორკვევა უნდა...

უცებ შემეშინდა, როცა იმხელა გახდება, როცა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს ცხოვრებისეული გამოცდილება, რა გამოცდილებას მიიღებს აქ? რას ნახავს? რას იგრძნობს და ისწავლის.... შემეშინდა...

რაღაც უნდა ვქნათ, აქ ადამიანები აღარ ახსოვთ, აქ სიყვარული აღარ ახსოვთ, აქ ზრუნვა აღარ ახსოვთ, ბავშვები არ უყვართ, ხალხი არ უყვართ, ადამიანები ზედმეტები არიან... ასე არ შეიძლება!!!

Wake the fucking up!!!

სისხლი მეყინება ლუკას ფოტოებს რომ ვუყურებ... ასე პატარა... რატომ?!....

#ამცხოვრებისდედაც" - წერს მსახიობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100