სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალურ ვიდეო მტკიცებულებებში ჩანს, რომ 15 წლის ლუკა სირაძეზე ზეწოლას მხოლოდ ჩოლოიანი არ ახდენს - განსასჯელის სკამზე შეიძლება დიღმის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ვიხილოთ

გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ირკვევა, პოლიციამ მოზარდების დაკითხვისას აკრძალული მეთოდები გამოიყენა, რომელიც 2010 წლიდან აკრძალული იყო.

კერძოდ, გამომძიებლებმა თავდაპირველად ლუკას უახლოეს მეგობარ გოგონას, სირაძის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს, რომ წარწერები სწორედ ლუკამ დატოვა, თუმცა მას შემდეგ რაც 15 წლის ბიჭმა დანაშაული არ აღიარა, არასრულწლოვნები ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაშივე დაუპირისპირეს.

მოწმეთა დაპირიპირება კი საქართველოში კანონით 9 წლის წინ აოკრძალა.

ცნობილია, რომ ჩვენების მიცემის წმდეგ, ლუკა სირაძის უახლოესმა მეგობარმაც სცადა სუიციდი და ვენები გადაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ჩვენება, ისევე როგორც საქმის მასალები აქვს სახელმწიფო ინსპექტორს, რომელიც გამოძიებას აწარმოებს. უწყებამ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, დიღმის პოლიციიდან ვიდეო ჩანაწერებიც ამოიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერებში ასახულია ძალადობის ფაქტი და ირკვევა, რომ 15 წლის ლუკა სირაძეზე ზეწოლას მხოლოდ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი არ ახდენს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე უახლოეს პერიოდში გაფარდოვდეს. კერძოდ, განსასჯელის სკამზე შეიძლება ვიხილოთ დიღმის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი, აღნიშნავს, რომ ლუკა სირაძის დაკითხვას „მწვანე სკოლის“ მენეჯერი გოჩა კალანდაძე ესწრებოდა, რომელიც არაუფლებამოსული პირია.

„ჩოლოიანი უარყოფს, რომ დაკითხვას არაუფლებამოსილი პირი ესწრებოდა, თუმცა შემიძლა გითხრათ, რომ დაკითხვაზე „მწვანე სკოლის“ მენეჯერი ესწრებოდა. როგორც ჩანს, კამერებშია ყველაფერი. სამეში დევს მენეჯერის გამოკითხვის ოქმი. მენეჯერს ჩვენი ინფორმაციით, გამოკითხვის შემდეგ შენობა არ დაუტოვებია და დარჩა ლუკას გამოკითხვაზე.

რაც შეეხება დაპირისპირებას, მას ვერავინ მალავს. ეს დაპირისპირება ოყო არასრულწლოვნებს შორის. ეს კანონის უხეში დარღვევაა და წლებია ეს მეთოდი ამოღებულია. როცა გამომძიებელი ვარ და ვხედავ, რომ ჩემ გვერდით გამომძიებელი დაკითხვას საბჭოური მეთოდებით ატარებს, ამის შესახებ რა თქმა უნდა ინფორმირებულია განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც კაბინეტიდან პერიოდულად გამოდის“- აცხადებს ადვოკატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100