სერიალ "მეგობრების" მსახიობი საკუთარმა ცოლმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვნა

მსახიობი სტენ კრიში საკუთარმა ცოლმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვნა. გავრცელებული ინფორმაციით, სტენმა 51 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კრიშის მეუღლემ კრისტი გრინმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ახლობელ ადამიანებს თანადგომისთვის მადლობას უხდის:

"ვერ ვპასუხობ ყველა შეტყობინებას სათითაოდ, მაგრამ თქვენს სიყვარულსა და თანადგომას ვგრძნობ, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით" - დაწერა კრისტიმ.

კრისტი და სტენი 2008 წელს დაქორწინდნენ. მალევე მათ ერთობლივად გახსნეს სამსახიობო სტუდია, რომელშიც მსახიობი ბოლო დღემდე ატარებდა ლექციებს.

კრიში საზოგადოებამ სერიალ "მეგობრებიდან" გაიცნო, სადაც მან რამდენიმე ეპიზოდური როლი შეასრულა 1995 წელს. სტენის გმირს, სკოლის ბიჭუნა ერტანს მონიკასთან ეძინა. მხოლოდ ამის შემდეგ მოახსენა ბიჭმა კორტნი კოქსის გმირს, რამდენი წლის იყო ის სინამდვილეში და როგორ ჩააყენა გოგონა უხერხულ მდგომარეობაში.

სტენმა ასევე შეასრულა რიჩი რაიანის როლი სერიალში "მთიელი", რომელიც 90-ან წლებში გადაიღეს. სერიალის ოფიციალურმა გვერდმა უკვე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პროექტი სტენის გარეშე ასეთი კარგი არ იქნებოდა:

"დიდი მწუხარებით უნდა გაცნობოთ სტენი კრიშის გარდაცვალების შესახებ. მისი დამსახურებაა, რომ "მთიელი" დიდხანს გაგრძელდა, რადგან რიჩი რაიანის პერსონაჟს ექვსი სეზონის განმავლობაში განსხვავებული იუმორი, სიკეთე და ენთუზიაზმი შესძინა" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი