სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში ქართველი ქალი მანქანაში ჩაცხრილეს - დაჭრილები არიან მანქანაში მსხდომებიც

თურქეთში, ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ია კრავეიშვილი კაისერში ჩაცხრილეს, დაჭრილები არიან მანქანაში მსხდომებიც...

„საშინელება მოხდა ბატონო შოთო არავის არ გვჯერა ეს შემზარავი ამბავი ძალიან კეთილი თბილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. გთხოვთ დაგვეხმაროთ საქართველოში გადასვენებაში დაუჯერებელია ის რაც მოხდა“, - წერენ ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს.

თურქეთში მყოფი ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს დახმარებისთვის მიმართავენ და ითხოვენ მკაცრად დაისაჯოს მკვლელები.

„ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება
ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!“ - წერენ ემიგრანტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100