ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, პოლიციის განყოფილებაში იკითხება. ოპოზიციონერს საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობას ედავებიან.

პარტიაში აცხადებენ, რომ ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს გულისხმობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხაბეიშვილმა დღესაც ივარაუდა, რომ 24 ივნისს თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენების გამო ბრალს მას წარუდგენდნენ.

„დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, მათ შორის პროკურატურის განცხადებიდან ჩანს და იმ ჩვენებებიდან, რაც საკრებულოს თავჯდომარე ზარქუამ მისცა, რომ თურმე მე დავესხი თავს და მივაყენე ზიანი. სასაცილოა მართლა ოთხი დღის მერე დაიწყეს წკმუტუნი, თურმე ხაბეიშვილი დაესხა თავს, საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნახა, მათ შორის პირდაპირ ეთერში როგორ ორგანიზებულად დაგეგმილად განახორციელეს ჩემზე თავდასხმა, ამის შემდეგ დამკვეთები ვინც არიან კალაძე, ძალოვანი უწყებები და მათ შორის ზარქუა, რამდენიმე დღის წინ მე ვიყავი ის ადამიანი ვინც ამხილა ეს კაცი კორუფციაში და ეს კაცი ახლა წერს პოლიციაში რომ ხაბეიშვილი სასტიკად გამისწორდაო.... ნონსენსია, ეს არის ქართული ოცნების სახე და მე ვივარაუდე, რომ ამ მახინჯი სისტემის პირობებში ბრალს მე წამიყენებდნენ, თუმცა ბრძოლა გრძელდება და გავაგრძელებ ბრძოლას ჩემი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარი