მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

მამაკაცი სახლიდან გუშინ, 23 თებერვალს დილით გავიდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცხედარს კი ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.

"გუშინ, საღამოს ხუთი საათის შემდეგ ეძებს მთელი სოფელი. შვილს აქვს მძიმე დაავადების დიაგნოზი, არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება ამ ამბავს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, შეიძლება უბრალოდ ჩავარდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო", - ამბობენ სოფელში.


კომენტარი