სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდესაც ლუკა ნახევარფინალში ჭიდაობდა, მამას დარბაზში გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ლუკა მარიამიძე (74 კგ) გახდა, რომლის მამა შვილის ნახევარფინალისას ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ თავისი ვებგვერდით გაავრცელა.

"გუშინ ლუკა მარიამიძემ საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - მამამისი ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლუკამ ის შეხვედრაც მოიგო. მერე მამა სახლში გადაასვენეს, დღეს კი ლუკას აღარ უნდა ეჭიდავა, მაგრამ დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ მამამისის სულის პატივსაცემად აუცილებლად იჭიდავებდა. საღამოს

ხალიჩაზე გავიდა, სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. მერე კი ვეღარ გაუძლო ემოციებს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100