სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსისგან უკვე 53 697 ადამიანი განიკურნა. ჩინეთი, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია ამ დრომდე ყველაზე ეფექტურად ებრძვის კოვიდ 19-ის დაავადებას . ოფიციალური ინფორმაციით, 80 430 დაინფიცირებულიდან 52 216 განკურნეს და უმრავლესი მათგანი სახლში გაწერეს. საინტერესოა აგრეთვე ვიეტნამის შემთხვევაც, სადაც 16 დაინფიცირებულიდან 16-ივე განკურნეს.

საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 3287-ს , ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 95 606 შეადგინა. მხოლოდ ჩინეთში ჯანმრთელობის უწყების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა. ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მძიმე შედეგები ვირუსმა სამხრეთ კორეაში მიიღო, სადაც 6000-მდე ადამიანი დაინფიცირდა და 145-ზე მეტი გარდაიცვალა. ვირუსის მძიმე გამოვლინებაა აგრეთვე იტალიაში, სადაც დაღუპულთა რიცხვი უკვე 107-ს აღემატება, ხოლო კარანტინის ზონაში კი 3089 ადამიანია მოქცეული. იტალიის ხელისუფლებამ დაავადებასთან ბრძოლისთვის დამატებით 5.57 მილიარდი დოლარი გამოყო.

სტატისტიკა ონლაინ რეჟიმში იხილეთ ლინკზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100