სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამუდამო პატიმრობა - 72 წლის ქალის გაუპატიურებისა და მოკვლისთვის

თელავის რაიონულმა სასამართლომ 72 წლის ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 29 წლის იოსებ რიბაკოვს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, მიმდინარე წლის 20 აპრილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რიბაკოვი თანასოფლელი თინა ძულიაშვილის ოჯახში მივიდა. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც რიბაკოვმა ხანშიშესულ ქალბატონს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავალჯერადი დაზიანებები მიაყენა და გააუპატიურა.

წინასწარი გამოძიებისას შსს-მ რიბაკოვის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, თუმცა კახეთის საინფორემაციო ცენტრის ინფორმაციით, სასამართლო განხილვის დროს მსჯავრდებულმა ბრალდება უარყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100