სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინეს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ "ბიბისი" წერს. თავად მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც კი სიმპტომები აღმოაჩნდა, მაშინვე თვითიზოლაციას მიმართა და ყველა რეკომენდაცია შეასრულა.

საერთო ჯამში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 300-ზე მეტი ადამიანი, მსოფლიოს მასშტაბით კი ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 64 000-ზე მეტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100