სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადრიდის „რეალის“ გუნდის ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს

მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც სპორტული კლუბის რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ კლუბის მენეჯმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რეალ მადრიდის“ კლუბი აცხადებს, რომ ჩვენს კალათბურთის გუნდის წევრებს ვირუსი დაუდგინდათ, მას შემდეგ რაც ტესტი გაიარეს.

დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე გუნდი ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან მომზადებას“, - აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100