სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ ცერცვაძემ ის მედიკამენტები დაასახელა, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ იმ მედიკამენტებზე ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ არის რეკომენდებული ის მედიკამენტი, რომელსაც პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიებია, 5-6 პრეპარატს იყენებენ.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ცალკეული კვლევის დონეზე, ექსპერტებში შექმნილია შეხედულება, რომ ზოგიერთი ეფექტურია, ზოგიერთი - ნაკლებად.

„ოფიციალური ინსტანციების მიერ ეს ჯერ არ არის დადასტურებული. რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული საუკეთესო მედიკამენტი გამოივიყენოთ. მაგალითად, შიდსის სამკურნალო მედიკამენტი - ლოპინავი-რიტონავინი, მეორე - რიბავინი, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. მესამე - ხლოროხინი, დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რეკომენდებულ მედიკამენტთა შორის მან რენდესევინი გამოყო, რომელიც სპეციალურად ებოლას სამკურნალოდ არის შექმნილი, თუმცა ამ დაავადებაზე არ იმუშავა და ახლა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იქნება.

თენგიზ ცერცვაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ პროფილაქტიკის მიზნით ეს მედიკამენტები არ გამოიყენონ და ამ წამლებს ექიმები მხოლოდ კორონავირუსის დადასტურების შემთვევაში იყენებენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100