სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაინფიცირებულთა სტატისტიკა არაადეკვატურად იზრდება - COVID-19 უკვე 150-ზე მეტ ქვეყანაშია

COVID-19 უკვე 150-ზე მეტ სახელმწიფოშია. იზრდება დაინფიცირებულთა სტატისტიკა. მათ შორის მეზობელ სომხეთსა და თურქეთშიც. სომხეთში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში რჩება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე. ისინი პრევენციის მიზნით კორონავირუსზე ტესტს განმეორებით ჩაიტარებენ. დღესვე გახდება ცნობილი გამოაცხადებს თუ არა კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობას სომხეთი.

დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა თურქეთში. ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 12 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა. თურქეთში განსაკუთრებით არის გამკაცრებული უსაფრთხოები ზომები, რის გამოც მთავრობამ წმინდა ქალაქებიდან დაბრუნებული ათასობით პილიგრიმი 2-კვირიან კარანტინში გადაიყვანა.

კვლავ საგანგაშო მდგომარეობაა ევროპაში, რომელიც ვირუსის გამო ეპიდემიის ცენტრად იქცა. მხოლოდ იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში 368 ადამიანი გარადაიცვალა, ჯამში კი ქვეყანაში დაავადებას 1 809 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით იტალიაში 25 ათასი ადამიანია ინფიცირებული. დაცარიელებულ რომის ქუჩებში გამოჩნდა რომის პაპი. პონტიფიკოსი 2 ეკლესიაში ფეხით მივიდა და პანდემიის დასრულებისთვის ილოცა.

მზარდია დაინფიცირებულთა სტატისტიკა ესპანეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვირუსით დაავადდა 8 ათასამდე და დაიღუპა 300-მდე ადამიანი. ქუჩებში იზოლაციის კონტროლს პოლიცია არეგულირებს.

ფატალური შემთხვევები მატულობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში. უსაფრთხოების მიზნით გერმანიამ საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, დანიასთან და ლუქსემბურგთან სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. კორონავირუსის გამო განსაკუთრებული ზომებია მიღებული საფრანგეთში სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს გადასცდა.

უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს შეერთბული შტატებიც, სადაც 29 შტატში დაიხურა სკოლები, ბარები და რესტორნები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.ვირუსმა 69 ადამიანი იმსხვერპლა. გაზრდილი დაინფიცირების სტატისტიკის გამო კი მოსახლეობა პანიკაშია. ადგილობრივებს მაღაზიებიდან პროდუქტების დიდი რაოდენობა გააქვთ.

კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში და სამხრეთ კორეაში. ჩინეთში ვირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვალების 14 და ინფიცირების 16 ფაქტი დადასტურდა. სამხრეთ კორეაში კი დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების 74 და გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჩინეთისგან გასხვავებით COVID-19 შემთხვევები გაზრდილია ირანში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 724-ს აღწევს. ინფიცირებულთა რიცხვი 14 ათასამდეა გაზრდილი. იზრდება საგანგებო რეჟიმზე გადასული ქვეყნების რაოდენობაც. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და სერბეთმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100