სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დედამიწა ისვენებს, ჩვენც აღარსად გვეჩქარება და ხვალინდელ დღეზე ფიქრი დავაპაუზეთ. მომავალზე დარდით ხშირად ყველაფერი გაგვიმაზავს აწმყოში" - აი, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"სინამდვილეში მგონი ეს ხდება. კორონამ ტემპი დაწია ჩვენი კი არა, ამერიკის, იაპონიის, ჩინეთისაც კი. დედამიწა ისვენებს ცოტა ხნით:) ჩვენც აღარსად გვეჩქარება და ხვალინდელ დღეზე ფიქრი დავაპაუზეთ. დღევანდელს ვდარდობთ და ეს არის სწორი:) მომავალზე დარდით ხშირად ყველაფერი გაგვიმაზავს აწმყოში.

ინდოელები მათთან სამკურნალოდ ჩასულ ადამიანებს ასწავლიან ყველა იმ წუთის შერგებას რომელიც აქვთ. ასწავლიან როგორ არ იდარდონ რა იქნება ხვალ და მიხედონ აწმყოს. თუ სამყაროს დაწეულ ტემპს შევხედავთ, შანსს რომელიც გვაქვს ოჯახის წევრებთან გავატაროთ, მეტი ვიკითხოთ, ფილმებს ვუყუროთ, ყველაზე სასარგებლო გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მთავარია ყველა იყოს მისი კომფორტის ზონაში, რაც ნიშნავს იმას რომ ათასობით ემიგრანტმა ოჯახებში დაბრუნება მოასწროს". - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100