მთავრობა სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირებას კრძალავს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა-ცენტრების ფუნქციონირება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპა ცენტრების ფუნქციონირება.
მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დავავალეთ, რომ გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი