სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით თითქმის ორი ათასი ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 150 პაციენტი

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით თითქმის ორი ათასი ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 150 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ელ პაისი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსის 11 178 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

სულ გარდაცვლილია 491 ადამიანი, 563 პაციენტი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100