სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია "

ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალ პროცენტად ითვლება, თუმცა მისივე განმარტებით, ინფექციის მქონე არასრულწლოვანთა მდგომარეობა სტაბილურია.

"პრინციპში, ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებთან განსხვავებით. ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც დადებულია სხვა ქვეყნებში" - განაცხადა ეზუგბაიამ.

38 დადასტურებული შემთხვევიდან 4 პაციენტი 14 წლამდე ასაკისაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100