სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია გახდა

პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ზაზა გოროზია, რომელიც ზემოთხსენებულ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა.

მისი თქმით, ყოფილი მინისტი, ბაკურ კვეზერელი რჩება სამთავრობო გუნდის წევრად. პრემიერის განცხადებით, ზაზა გოროზიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე ახალი პრიორიტეტებითაა განპირობებული.

ზაზა გოროზია პროფესიით ექიმია. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდა. იყო ჯანდაცვის თბილისის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. სწორედ მის სახელს უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმა, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმადაა მიჩნეული ჯანდაცვის სფეროში. რაც შეეხება ბაკურ კვეზერელს, ის სოფლის მეურნეობის მინისტრი 2008 წელს გახდა, მანამდე კი მინისტრის მოადგილე იყო.

როგორც ზაზა გოროზიამ განაცხადა, აქტიურ მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობას, რომელიც აჟამად ვაკანტურია, სვარაუდოდ, მას სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი - გურამ მისაბიშვილი დაიკავებს.

კომენტარი