ნიკოლა სარკოზიმ და კარლა ბრუნიმ ახალშობილს სახელი შეურჩიეს

კარლა ბრუნი სამიტზე გამგზავრებული მეუღლის დაბრუნებას დაელოდა და ცოლ-ქმარმა ჩვილისთვის სახელი ერთად შეარჩია. რიგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, გოგონას ჯულია ერქმევა.

კარლა ბრუნიმ ოთხშაბათს, პარიზში მდებარე კლინიკაში იმშობიარა. საფრანგეთის პირველი ლედი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. კლინიკაში რამდენიმე წუთით იმყოფებოდა ნიკოლა სარკოზი, ეომელმაც ცოლ-შვილი სამიტზე გამგზავრების წინ მოინახულა.

კომენტარი