სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა

კორონავირუსის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ის 77 შემთხვევაა.

აქედან გამოჯანმრთებეულთა რიცხვი კვლავ 10-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაცინარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 252.

"კოვიდ 19"-ის დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტი, რომლებსაც ამერიკის ისტორიის მქონე კლასტერთან ჰქონდათ შეხება, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

"დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და დილის მონაცემებით სულ 77 შემთხვევაა. 34 ჩვენთანაა მოთავსებული და 10 გაწერილია. დანარჩენები კი ხუთ მიმღებ კლინიკაშია გადანაწილებული, ამ ხუთ მიმღებ კლინიკას დაემატა კიდევ ერთი ზუგდიდის ინფექციური. ისტორია უკავშირდება ამერიკის შემთხვევებს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100