გაბაშვილი: კაცი, ვის კაპიტალსაც "იაპონჩიკი" "კრიშავდა", ბიზნეს-გარემოზე ნუ გვისაყვედურებს

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბაშვილი ირწმუნება, „რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს „იაპონჩიკი“ „კრიშავდა“, ხოლო ძირითადი კაპიტალი მან „ავტორიტეტ“ კვანტრიშვილისგან მიიღო“.

„იაპონჩიკი“ და კვანტრიშვილი დეპუტატმა მაშინ გაიხსენა, როცა კომენტარი გააკეთა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც ბიზნესმენი საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებაზე და წნეხისგან ბიზნესის გათავისუფლებაზე საუბრობს.

„საქართველოს ბიზნეს-გარემოს არ უნდა იწუნებდეს ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ბიზნესის კეთებას იქ, სადაც „კანონიერი ქურდები“ და ქილერები წყვეტენ, ვინ გამდიდრდეს და ვინ არა. არ შეიძლება, ბიზნეს-გარემოზე გვსაყვედურობდეს ადამიანი, ვისი „კრიშაც“ „იაპონჩიკი“ იყო, და ვინც ძირითადი კაპიტალი კვანტრიშვილისგან მიიღო“, - თქვა გაბაშვილმა.

დეპუტატმა ბიზნესმენს ისიც შეახსენა, რომ ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს.

კომენტარი