რამაზ ჩხიკვაძეს დღეს დაკრძალავენ

რამაზ ჩხიკვაძეს დღეს დაკრძალავენ. მსახიობს გუშინ საღამოს, რუსთაველის თეატრში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ცნობისთვის პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტიც მივიდა.

ჩხიკვაძემ, რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო. მან არაერთ ცნობილ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ დასამახსოვრებელი პერსონაჟები განასახიერა.

გენიალურ მსახიობს, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრის ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კომენტარი