მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე სახის კონტაქტს სრულად გამორიცხავს

მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რაიმე სახის კონტაქტს სრულად გამორიცხავს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, "რუსეთს არ ექნება კავშირი ადამიანთან, რომელმაც საკუთარი და რუსეთის მოქალაქეების მკვლელობის ბრძანება გასცა".

"ეს ადამიანი ჩვენი ურთიერთობების სიიდან გარიცხულია", - დასძინა მან.

ამასთან, ლავროვის თქმით, "ეს უბრალო ადამიანებთან კონტაქტების გაწყვეტას არ ნიშნავს, თუმცა სავიზო რეჟიმის შეცვლაზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია".

"უვიზო რეჟიმი მაშინ, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, უბრალოდ ნონსენსია", - დასძინა მან.

კომენტარი