წეროვანში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

შპს „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის“ ინიციატივით 23 ოქტომბერს საქართველოში წამყვანი ანგიოლოგები და კარდიოლოგები წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრებიან და დროებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა ადგილზევე უფასოდ ჩაიტაროს როგორც კონსულტაცია, ასევე დიაგნოსტიკა, კერძოდ არტერული და ვენური სისტემის ინსტრუმენტული გამოკვლევა (ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია) და ელექტრო კარდიოგრამა . ექიმ ანგიოლოგებისა და კარდიოლოგებისაგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორის პროფესორი კოტე ყიფიანი, პროფესორი მამუკა ბოკუჩავა, პროფესორი დავით ფარღალავა და პროფესორი ზურაბ ფაღავა, 23 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მომესახურებიან წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ანგიოლოგიურ თუ კარდიოლოგიურ პაციენტებს.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით დროებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შემდგომი გამოკვლევებისათვის შპს „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრს მიმართონ“, სადაც ასევე სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ დუპლექსექოსკანირება.

სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტები აღჭურვილია თანამდედროვე სამედიცინო ტექნიკით და დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით საქართველოში, რაც იძლევა ზუსტი და კვალიფიციური დიაგნოზის დასმის საშუალებას.

ცენტრში ფუნქციონირებს უნიკალური კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც ტარდება პერიფერიული სიხლძარღვების ანგიოგრაფია და ინვაზიური ანგიოპლასტიკა (ე.წ. უსისხლო ოპერაცია, რომლის შედეგადაე ხდება სისხლძაღდების ფუნქციის აღდგენა).

სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში ასევე გახსნილია კარდიოლოგიური განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე საქართველოში წამყვანი სპეციალისტებით. კარდიოლოგიური დეპარტამენტი მოიცავს – ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტებს, სადაც ხდება კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტთა სრულყოფილი გამოკვლევა და დიაგნოსტიკა.

შპს „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის“
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

საკონტაქტო პირი - ეკატერინე ადეიშვილი. ტელ.: +995 55 76 05 09.

კომენტარი