ჟურნალისტებს ალა პუგაჩოვას საფლავზე არ უშვებენ

NTV- ს ჟურნალისტები პირველები იყვნენ, რომლებმაც ის ადგილი დაინახეს, სადაც ალა პუგაჩოვა უნდა დაიკრძალოს.

დივას შიდა წრეში ამბობენ, რომ პრიმადონამ თავად შეიძინა საფლავი. ალამ ის თავისი ძმის სასაფლაოს გვერდით იყიდა. მომავალი სამარხი სპეციალური მასალებით არის დაფარული. იქ ჟურნალისტები არ დაიშვებიან და NTV ფილმის გადამღები ჯგუფი პირველი იყო, ვინც შეძლო ამ ადგილის ნახვა.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს, ტრაგედია მოხდა პუგაჩოვას ოჯახში: პრიმადონამ თავისი უფროსი ძმა ევგენი დაკარგა. ალბათ, ეს გახდა მიზეზი, რომ მომღერალმა თავის დაკრძალვაზე აქედანვე იზრუნა.

ალას მიერ სასაფლაოს შეძენის ამბავი შოკი იყო მისი მრავალი ცრუმორწმუნე გულშემატკივრისთვის, მაგრამ თავად მომღერალი, როგორც ჩანს,ამაზე სულაც არ დარდობს.

რა ფასი გადაიხადა ალამ საფლავში, ამაზე სასაფლაოს მუშები კომენტარს არ აკეთებენ.
ერთადერთი რაც გაირკვა ის არის, რომ პუგაჩოვას სურს მშობლების ცხედრების გადასვენება, რადგან სიკვდილის შემდეგ ყველა ერთად იყვნენ დაკრძალულნი.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა.

კომენტარი