სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტვილის ტაძარში ბერებმა დღემდე უხილავი ფრესკა აღმოაჩინეს

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ბერებმა უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს.

ტაძრის შესასვლელის ხელმარჯვნივ მდებარე პატარა ოთაში კედელზე შესრულებულ ფრესკაზე ასახულია ღვთისმშობლის წინ დაჩოქილი ჭაღარა მამაკაცი. სავარაუდოდ ეს მამაკაცი გიორგი ჭყონდიდელია, რომელიც ღვთისმშობელს ევედრება.

აღნიშნული ფრესკის დანახვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ კედელს სველი ტილოთი დაასველებ.

უნიკალური ფრესკა, რომელიც მარტვილის საკათედრო ტაძარშია აღმოჩენილი ჯერჯერობით შესწავლილი არ არის. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი მე–7–ე საუკუნეშია აგებული და მცხეთის ჯვრის ტაძრის ანალოგია. არაბების შემოსევის დროს ეს ტაძარი დაინგრა და ის გიორგი, აფხაზთა მეფედ წოდებულმა ისევ აღადგინა, თუმცა მას პირვანდელი სახე ვერ დაუბრუნა.

უახლოეს მომავალში მეცნიერები და მკვლევარები მარტვილის ტაძარში აღმოჩენილი უნიკალური ფრესკის შესწავლას შეუდგებიან.

მალხაზ ბასილაია – “ნიუსლაინის“ სამეგრელოს კორესპონდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100