თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მარეხი ბექაია განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

„დადასტურდა ერთი კორონავირუსის შემთხვევა, რომელსაც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ჯერჯერობით მისი სუნთქვის პარამეტრების მოწესრიგება აპარატის გარეშე ხერხდება. ის არის ხანდაზმული, თანმხლები მძიმე პათოლოგიებით“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.

მისვე თქმით, ამჟამად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობს 50 პაციენტი განაგრძობს.

კომენტარი