ათასობით სექს-მუშაკი კორონავირუსის გამო ქუჩაში აღმოჩნდა და მათ ღამის გასათევი ადგილიც კი არ აქვთ

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო გერმანიაში ათასობით სექს-მუშაკი ბორდელების დახურვას უჩივის და სახლში დაბრუნების პრობლემებზე საუბრობს. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

ბორდელების დახურვის გამო, გერმანელი მეძავები საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. მათი უმეტესობა - დაახლოებით, 80 პროცენტი - სხვა ქვეყნებიდან არიან, მაგალითად, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და პოლონეთი. საზღვრების დახურვის გამო, გოგონები სამშობლოში ვერ მიდიან.

”კორონავირუსი კატასტროფაში გადაიზარდა. მე არ შემიძლია ფულის გაკეთება მარტის შუა რიცხვებიდან, დასაძინებელი ადგილიც კი არ მაქვს. ”- აცხადებს ერთ-ერთი სექს-მუშაკი.

იმისდა მიუხედავად, რომ გერმანიაში მეძავებს თეორიულად აქვთ უფლება მიიღონ ფინანსური დახმარება სახელმწიფო ფონდიდან, ისინი ხშირად მუშაობენ არალეგალურად, ამბობენ ადგილობრივი უფლებადამცველები.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი