ლევან რატიანი: კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს

კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანის განაცხადა.

ის იმედოვნებს, რომ საქართველო მსუბუქად გადაივლის კორონავირუსის პანდემიას. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.

იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარი