"თუ ეკლესიაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, პასუხისმგებლობა ჟურნალისტებმა, ექიმებმა და ეკლესიამ უნდა აიღოს" - ნახეთ, რას ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეკლესიაში COVID 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ჟურნალისტებმა, ექიმებმა და ეკლესიამ.

"იტალია არ იქნება" - ასე გამოეხმაურა სასულიერო პირი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში, შესაძლოა, იტალიის მაგალითი განმეორდეს.

ეპისკოპოსის თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება როგორც ღამით, ასევე დილით.

კომენტარი