საქართველოში გადადგილების შეზღუდვა 27 აპრილიდან მოიხსნება

საქართველოში გადდადგილების შეზღუდვა 27 აპრილიდან მოიხსნება. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობამ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 16 აპრილს აკრძალა.

კომენტარი